დღეს, საინფორმაციო სააგენტოების საიტებზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აშშ-ში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, სასტუმროს ნომერში, მარიხუანას მოხმარების გამო დააჯარიმეს. თავდაპირველად, ე.წ. „სქრინი“, რომელიც ყალბ ინფორმაციას შეიცავდა, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
გაურკვეველი ტექსტის გადამოწმების შედეგად, მსგავსი ინფორმაცია არ დადასტურდა.
გამოცემებს მთავარ წყაროდ WASHINGTON DAILY აქვთ მითითებული, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. სოციალურ ქსელში კი მსგავსი სახელით ერთადერთი ვებგვერდი “Washington Daily News“ იძებნება.