ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ მარი სამსონიამ აჩვენა. მან ინგლისურსა და ისტორიაში უმაღლესი ქულები მიიღო. მარის სხვა საგნებშიც მაღალი შედეგები ჰქონდა და მორიგმა წარმატებამც არ დააყოვნა.
მარი სამსონია თავისუფალი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით მოხვდა.
“გურია ნიუსი” წარმატებას უსურვებს ნიჭიერ ახალგაზრდას.
რაც შეეხება სხვა აბიტურიენტებს _ ვინ მიიღო სასურველი დაფინანსება და ვინ სად მოხვდა, ამის შესახებ უახლოეს ხანში გიამბობთ.