პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ოფის-მენეჯერმა ცირა ჯინჭარაძემ მმართველი პარტია დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმედგაცრუების და პოლიტიკური შეხედულებების განსხვავების გამო მიიღო:
_ ბოლო პერიოდში “ქართულ ოცნებასთან” პოლიტიკური შეუთავსებლობა მქონდა. განსხვავებული შეხედულებები აღმოგვაჩნდა.
ამ პარტიამ ვერ გაამართა ის იმედები, რომელიც მე მქონდა მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა, _ გვითხრა ჯიჭანარაძემ.
მისივე თქმით, ის შეუერთდა არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ გაერთიანებულ ოპოზიციას და გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბს.