საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის მსურველი 25 კანდიდატია რეგისტრირებული.
მათგან ერთ-ერთი გურიის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე ირაკლი გორგაძეა.
გორგაძე პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფალი საქართველოსთვის” წარდგენილი კანდიდატია.
ჩვენ შევეცადეთ გორგაძისგან გაგვეგო რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტობა და რის გაკეთებას აპირებს არჩევის შემთხვევაში, თუმცა, უშედეგოდ _ სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტობის კანდიდატმა თავდაპირველად გვითხრა, რომ ჩვენი ხმა ცუდად ესმოდა და მოგვიანებით დავკავშირებოდით. მოგვიანებით კი, სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.
ირაკლი გორგაძე გურიის გუბერნატორის, ჟანი კალანდაძის მოადგილის პოსტს 2004-2005 წლებში იკავებდა.
ჟანი კალანდაძის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ კი, რამდენიმე თვის განმავლობაში გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა.