ბრიტანეთში სომერსეტის საგრაფოს ყოფილი მცხობელი ლესლი ჰეიმანი, რომელიც სექტემბერში 100 წლის გახდა, ამბობს, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო არის ის, რომ დესერტზე უარი არასდროს უთქვამს.
ჰეიმანს სამი შვილი, ხუთი შვილი და ათი შვილთაშვილი ჰყავს.”ის ძალიან ენერგიულია და დღემდე მებაღედ მუშაობს”, – ჰყვებიან ოჯახის წევრები.
ჰეიმანი ამბობს, რომ კარგ ფორმაში “კარგი მადის” გამო არის. ვახშმობის შემდეგ, არასდროს ამბობს უარს დესერტზე, განსაკუთრებით კი ვაშლის ნამცხვარსა და შოკოლადის ბრაუნზე.