„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს კიდევ შეხვდება. 26 ოქტომბერს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს – “მაესტროს”, “ობიექტივს”, “პალიტრა NEWS-ს”, “კავკასიას”, “იბერია TV”, – ს მისცემს ინტერვიუს.
არსებული ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე „რუსთავი2“-საც დაუძახეს. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მინიმალური მედია სტანდარტის დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ, ტელეკომპანიამ მუქარად შეაფასა. ივანიშვილმა გადაწყვიტა ამ ტელევიზიას მიეცეს საშუალება, ნებისმიერ თემაზე დასვას კითხვები.
შეხვედრა „ტექნო პარკში“ 11:00 საათზე იწვევს. გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ 23 ოქტომბერს ინტერვიუ მხოლოდ სამ კომპანიას – “იმედს“, „რუსთავი 2“-ს და „ტვ პირველს“ მისცა.