ამ წუთებში სტიქიაა გურიაში _ რამდენიმე საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები, დაზიანდა მიხლიდები.
წვიმას ქარიც დაერთო _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხეში ადმინისტრაციულ შენობას სახურავი აქვს გადახდილი.
ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა სოფელ ზომლეთი, რომელსაც ამ დროისთვის შუქი არ მიეწოდება.
სტიქიის გამო უშუქოდაა დარჩენილი სოფელი ბუკნარი, ბასილეთი და ქვენობანი.
როგორც გვითხრეს, სოფელ ქვენობანში, 10-კილოვატიან გადამცემ ხაზს ხე დაეცა და სწორედ ესაა მიზეზი, რომ რამდენიმე სოფელი უშუქოდაა დარჩენილი.
პრობლემებია ლანჩხუთსა და ოზურგეთშიც.
დატბორილია ოზურგეთი _ ჩოხატაურის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა.
გურიაში ამ წუთებშიც ძლიერი წვიმაა.