ათობით სახანძრო ჯგუფი საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონში ტყის ხანძარს ებრძვის. ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ამჟამად ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 30 სახანძრო მანქანა და 4 თვითმფრინავია ჩართული. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სიტუაციას ძლიერი ქარიც ართულებს. ცეცხლი ამ ეტაპზე სამ კილომეტრზეა გავრცელებული. რეგიონში გადაიკეტა საავტომობილო გზები, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
„მიუხედავად მეხანძრეების თავდაუზოგავი შრომისა, სიტუაცია უკონტროლოა. დასახლებაში ტყე სრულად დაიწვა, ამ დროისთვის მოსახლეობას საშიშროება არ ემუქრება“, – ამბობს ქალაქ სიტონიის მერიის წარმომადგენელი.