ამ დრომდე ეძებენ 9 წლის ბავშვს გორის მუნიციპალიტეტის წმინდაწყლის დასახლებაში. ოჯახის ინფორმაციით, ნანა ბერიაშვილი სახლიდან დღის პირველ ნახევარში, ცეკვაზე წავიდა და უკან ამ დრომდე არ დაბრუნებულა.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ბავშვის საპოვნად ყველა სამძებრო ღონისძიება ტარდება.