ქუთაისის აეროპორტში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება სიძეზე გაბრაზებულმა სიდედრმა განახორციელა. მოგვიანებით, აღნიშნულმა ქალბატონმა ცრუ შეტყობინების შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, თავადაც დაადასტურა, თუმცა ქუთაისიდან ვარშავის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავი ბუქარესტში მაინც ექსტრემალურად დაეშვა და მგზავრთა ევაკუაცუა განხორციელდა. ცრუ შეტყობინების მიზეზად ზარის ავტორი სიძის მიერ სხვა ქალთან ერთად ქვეყნიდან გამგზავრებას ასახელებს.
აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში შესული შეტყობინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.
წყარო: “პრაიმტაიმი”