ცოტა ხნის წინ თურქული მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ინტერპოლის მიერ ძებნილი მინდია გორაძის იგივე ლავასოღლის დაკავების შესახებ უარყოფს გორაძის და ინდირა გორაძე.
„მცდარი ინფორმაცია გაქვთ, მინდია არ არის დაკავებული. შს სამინისტრო ბევრ რაღაცას ადასტურებს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ხშირად ვესაუბრები, დღესაც ვესაუბრე. ყველაფერი გაირკვევა. მინდია კანონმორჩილი ბიჭია“, – ამბობს ე.წ. კანონიერი ქურდის და.
თუმცა, ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ე.წ. “კანონიერი ქურდის” დასაკავებლად ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა.