ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას ეხმაურება.
ის მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ოპოზიცია არჩევნებს იგებს.
ის ასევე ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ არჩევნების დაგეგმილი გაყალბება არ დაუშვან.
„მეგობრებო, ამ წუთის ინფორმაციით, ოპოზიცია იგებს არჩევნებს! აბა თქვენ იცით, ვინც არ ყოფილხართ, აუცილებლად მიდით! ოპოზიციურო პარტიებო, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ 5-დან 8 საათამდე დაგეგმილი გაყალბების უფლება და საშუალება არ მივცეთ ივანიშვილს და მის მოღალატე კანდიდატს! ივანიშვილი კარგავს ხელისუფლებას! ჩვენი სამშობლო ახლოსაა ბანდიტი ივანიშვილის მოღალატე კანდიდატის პოლიტიკურ სანაგვეზე გაშვებასთან! ყველანი არჩევნებზე! ყველანი ქოცების წინააღმდეგ! ვიგებთ ისტორიულ არჩევნებს!!!“_წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში დილიდან მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 20 საათზე დაიხურება.