17 საათის მდგომარეობით, საქართველოს დედაქალაქში ამომრჩეველთა აქტივობა 36.2%-ს შეადგენს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში, 53.6%, ხოლო ყველაზე მცირე მარნეულში, 28.7%. რაც შეეხება თბილისს, 17 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 36.2%-ს“,_ამბობენ ცესკოში.
ცესკოს ინფორმაციით, 17 საათის მდგომარებითვე, არჩევნებში მონაწილეობა 1 337 284 ამომრჩეველმა მიიღო.




































































