უცნაური ზღვის ცხოველი აღოაჩინეს სამხრეთის ოკეანეში. ადრე მიიჩნეოდა, რომ ზღვის კიტრი, იგივე „უთავო ურჩხული-ქათამი“, მხოლოდ მექსიკის ყურეში ბინადრობდა.
კამერა, რომელიც ღრმა წყლებში ბინადარი „ურჩხული“ დააფიქსირა ანტარქტიდის მახლობლად, ავსტრალიელმა მკვლევრებმა შეიმუშავეს. ახალი კადრები მეცნიერებს ზღვის ფსკერზე მცხოვრები არსებების უკეთეს შესწავლაში შეუწყობს ხელს.