ამ წუთებში შვილმკვდარი მშობლები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად სოსო გოგაშვილის დაკავების მოთხოვნით „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მსვლელობას აწყობენ.
„სოსო გოგაშვილის მეთაურებით იქნა ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილი. ის უნდა იჯდეს ციხეში და არა ოცნების ოფისში“,_აცხადებს ზაზა სარალიძე.
ცნობისთვის, გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი აგვისტოში დატოვა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ის სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიაშია ჩართული.