“სადგურის მოედანზე” მგზავრებს მეტროს მატარებლის შემადგენლობის დატოვება მოსთხოვეს.
როგორც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი შეფერხება მეტრო ისანში ლიანდაგებში მამაკაცის ჩავარდნამ გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სატრანსპორტო სამსახურში ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ მამაკაცი, რომელიც ლიანდაგში ჩავარდა გადარჩა და ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან კავშირში არ არის. ამ შემთხვევაში, პრობლემა შეექმნა მატარებელს, რის გამოც უნდა გადაიყვანონ ჩიხში. ამ დროისთვის ახმეტელის თეატრიდან მგზავრებს გადაადგილება შეუძლიათ “სადგურის მოედნემდე”.