საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგები ცნობილია ოზურგეთშიც.
ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის ინფორმაციით, მმართველის პარტიის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ოზურგეთში 23 123-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც ხმების 64.39 %-ია.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 12 788 ხმა მიიღო, რაც ხმების 35.61 %-ია.
ოზურგეთში სულ 62082 ამომრჩეველია და მათგან, დღეს, საკუთარი პოზიცია 36 796 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა 59.27 %-ს შეადგენს.