10-13 იანვარს თბილისში, ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, დიდებს შორის საქართველოს ჩემპინატი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოჭიდავეთა გუნდებმა მიიღეს.
საქართველოს პირველობაზე (ბერძნულ – რომაულ სტილში) წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა.
ლევან ქავჟარაძე 63 კგ. წონითი კატეგორია ( I ადგილი); ზურაბ მაჭარაშვილი 55 კგ. წონითი კატეგორია ( II ადგილი ); ირაკლი ძიმისტარაშვილი 60 კგ. წონითი კატეგორია ( III ადგილი); დავით ბაკურაძე 63 კგ. წონითი კატეგორია ( III ადგილი); ალექსი ლოდია 97 კგ. წონითი კატეგორია ( III ადგილი)
აღნიშნული სპორტსმენები საქართველოს პირველობისთვის მწვრთნელებმა: ვლადიმერ და ზურაბ ზურაბიანებმა, გურამ მაჭარაშვილმა, თენგიზ მუჯირმა და ბექა ჩოფლიანმა მოამზადეს.