პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს დავით მათიკაშვილს დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება კომიტეტმა სიითი შემადგნებლობის უმრავლესობით 11 ხმით მიიღო.
რამდენიმე დღის წინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან ერთად, მისი პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილიც გადადგა. ამის გამო, დღის წესრიგში ერთ-ერთი მოადგილისთვის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი დადგა.