გაზმა 9 სართულიან საცხოვრებელ შენობაში აფეთქება გამოიწვია, რის შედეგადაც, შენობის მერვე და მეცხრე სართულები განადგურდა. აღნიშნულ ინფორმაციას RT ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, როსტოვში მომხდარ შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.
როგორც ცნობილია, აფეთქების გამო შენობიდან 140 ადამიანის ევაკუაცია გახორციელდა.
არსებობს შიში, რომ შენობაში 7 ადამიანია ჩარჩენილი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.