მარნეულში დედის მიერ შვილის დაჭრა, გავრცელებული ინფორმაციით, ინტიმურ ვიდეოს უკავშირდება. როგორც ადგილზე ყვებიან, გათხოვილი ქალის ოჯახისთვის ეს მიუღებელი იყო, რასაც კონფლიქტი და დაჭრის ფაქტი მოჰყვა.
დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია. ის თბილისში, მკურნალობს.
შემთხვევა 13 იანვარს მოხდა. ბრალდებული შსს-მ უკვე დააკავა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.
წყარო: იმედინიუსი