მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, მოპედის სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
ცვლილების მიხედვით, მართვის მოწმობის კატეგორიებს დაემატება AM (მოპედი) და A2 (მოტოციკლი) კატეგორიები.
ეს ცვლილებები 2019 წელს არ დაგეგმილი. ამავე გეგმის მიხედვით, ქუჩებში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის გადატანა წელს უნდა გადაწყდეს.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება დაუახლოოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. კერძოდ, აღნიშნული შეთანხმებით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება შეასრულოს მართვის მოწმობების თაობაზე 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივა. სწორედ ამას ემსახურება დაგეგმილი ცვლილებები.