წუხელ, გვიან ღამით, სპეცოპერაცია ჩატარდა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს.
დაკავების მიზეზსა და დეტალებზე უწყებაში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. სპეცოპერაციაზე არც ადგილობრივები საუბრობენ.
არაოფიციალური ინფორმაციით კი, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან რადიაქტიული ნივთიერება ამოიღეს.