რამდენიმე წუთის წინ, საპატრულო ეკიპაჟს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ცეცხლი გაუხსნეს.
ჩვენი წყაროს თქმით, პატრულმა ავტომანქანა გადამოწმების მიზნით გააჩერა, რა დროსაც მათ ესროლეს.
_ რამდენადაც ვიცი, ნასვამები იყვნენ. პატრულმა რომ გააჩერა, უკან მჯდარმა პიროვნებამ ესროლა, _ გვითხრა თვითმხილველმა.
შსს თემაზე, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს.