ლანჩხუთში, სოფელ ხაჯალიაში კვირას 9 წლის ბიჭი საქანელადან გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაციას ამის თაობაზე ხაჯალიის სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“თავზარდამცემი ამბავი გავიგე ამ საღამოს. სიტყვები, ემოციები, ცრემლებიც კი უძლურია ამ ტრაგედიის გამოსახატავად. ტრაგიკულად გარდამეცვალა მე_4 კლასის მოსწავლე.
გაუფრთხილდით შვილებს. გაუფრთხილდით მოსწავლეებს. გაუფრთხილდეთ ერთმანეთს.” _ წერს ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორი სოციალურ ქსელში.
როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, ბავშვი ძმასთან ერთად ეზოში თამაშობდა. შემთხვევას მათი ბებია შეესწრო.