8 ივნისს, 11:00 საათზე, ლიბერთის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში, მთაწმინდის პარკში, 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართება.
პირველ 60 მსურველს, ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ შესაძლებლობა ექნება მიიღოს მონაწილეობა ჩემპიონატში.
გამარჯვებულს, ლიბერთი 500 ლარით დააჯილდოვებს.
,,ლიბერთიმ, სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის ფარგლებში, არაერთი უპრეცენდენტო სოციალური პროექტი წარმატებით განახორციელა. საბანკო მომსახურების გაუმჯობესებისა და ქვეყნის მასშტაბით ფილიალების განახლების პროცესის პარალელურად, მაქსიმალურად ვზრუნავთ უფროსი თაობის ადამიანებზე.
ჩვენთვის ერთგვარ სტიმულს წარმოადგენს ის რომ, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, სპეციალურად ჩვენი მომხმარებლისთვის შექმნილი თანამედროვე, კომფორტული დასასვენებელი სივრცეები შეხვედრების, ურთიერთობების, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის პოპულარული ადგილები ხდება და მომავალში მსგავსი სახის არაერთ სოციალურ პროექტს შევთავაზებთ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასაც’’ _ განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.