იანვარი _ მრავალფეროვანი ცხოვრება. აგვისტო და მარტი ჯანმრთელობისთვის საშიში თვეებია. კეთილი, ალერსიანი, ჭკვიანი და ლამაზია.
თებერვალი _ მას გამოარჩევს გულახდილი, პირდაპირი ხასიათი, სიკეთე, უნარი თავგანწირვისთვის. ამ თვეში დაბადებულებს ასევე ახასიათებთ მიზანსწრაფულობა. ისინი სარგებლობენ სხვათა მხარდაჭერით და სიმპათიით. მათი ცხოვრება ყოველთვის განსხვავებულია. მათ ექნებათ ბევრი შეხვედრა და განშორება. შესაძლებელია კავშირი ღარიბ ადამიანთან. საყვარელი, ჭკვიანი და მოკრძალებულია.
მარტი _ ჭკვიანია, სპონტანური. უმეტეს შემთხვევაში ქორწინებაშია მდიდარ და ცნობად ადამიანთან. ბევრნი არიან მზად დაეხმარონ ან ემსახურონ მას თავისი ნებით. რომანტიკოსი, საყვარელი და კეთილია.
აპრილი _ გონებამახვილია. ვალდებულია ფრთხილად იყოს იმ ასაკში რომელიც 9-ის ჯერადია (9, 18, 27…) თუმცა 45 წელი, პირიქით, მისთვის ყველაზე ნაყოფიერი წელია. სიმპათიური და მავნეა.
მაისი _ დაკავებულია ახლობლების მზრუნველობით. 30 წლამდე შესაძლოა თავგადასავლები, ავადმყოფობა. 30 წლის მერე ცხოვრება გაცილებით მშვიდია. ჭკვიანი, ადვილად ფეთქებადი და ლამაზია.
ივნისი _ განებივრებული, წუნია, ჭკვიანია. სარგებლობს ყურადღებით მამაკაცებს შორის. იგი ადვილად იპოვებს სიმდიდრეს. მომთმენი, მხიარული და სწრაფია.
ივლისი _ გონებამახვილი და მიხვედრილია. ერთ სიტყვას 10–ს ახვედრებს. თუ სიკეთეს მიყვება, ცხოვრების ბოლომდე ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნება. ლამაზი, ადვილად ფეთქებადია, ადვილად უყვარდება ყველა.
აგვისტო _ ვერაფერში ხედავს საჭიროებას. ძირითადად მხოლოდ ერთხელ თხოვდება. მისი ცხოვრება სავსეა ნერვიულობით. მომთმენი და მოკრძალებულია.
სექტემბერი _ მდიდარი და უდარდელი ცხოვრება აქვს. 33 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება მისთვის. ლამაზი, ჭკვიანია.
ოქტომბერი _ მზუნველი შვილია. იღბლიანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ფულს ეხება. შეუძლია გახდეს დიდი უძრავი ქონების მფლობელი ან ცნობილი ადამიანი. ეჭვიანი, კეთილი და ჭკვიანია.
ნოემბერი _ ყველას მიმართ იჩენს მზრუნველობას და სითბოს. სარგებლობს ყურადღებით მამაკაცებში. დამოუკიდებელი, სიცოცხლემოყვარული და ეჭვიანია.
დეკემბერი _ იგი გამოირჩევა კდემამოსილებით, აზრების სისუფთავით, თუმცა სუსტია და ძნელად იღებს გადაწყვეტილებას. ცოლად გაყვება ცნობილ ადამიანს. გაბედული და ეჭვიანია.