საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის შედეგებს გამოაქვეყნებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 10 კომუნალური მომსახურების კომპანიის მომსახურების პროცესი შემოწმდა. კერძოდ, დაკვირვება განხორციელდა სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ინტერგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „რუსთავის წყალისა“და შპს „ბათუმის წყალის“ მიერ მომხმარებლებზე გაწეულ მომსახურებების პროცესზე, ასევე სემეკის მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებზე.
სემეკის სხდომა დღეს, 7 ივნისს 15:00 საათზე დაიწყება, რომელსაც კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
მისამართი. ა.მიცკევიჩის N19. (R)