ეგრეთ წოდებული, “ღამის დიეტის” ავტორი ცნობილი ამერიკელი ფსიქიატრი, ალბერტ ტენკარდია. ის ხალხს ღამით მაცივარზე თავდასხმისაგან თავის შეკავებაში ეხმარება.
ტენკარდი გახლდათ პირველი მეცნიერი, რომელმაც ღამით ჭამის ფენომენი შეისწავლა. მისი განმარტებით ადამიანები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში არასწორად იკვებებიან, ღამე ზედმეტს მიირთმევენ. წონაში მომატების შემდეგ კი დაბალ თვითშეფასებას განიცდიან და მთელი დღის შიმშილის შემდეგ ღამე მაცივარს ვეღარ შორდებიან, ამის შემდეგ იწყება საკვებზე და ტკბილეულზე მუდმივი დამოკიდებულება, რის შემდეგაც ირღვევა ძილი და ამასთან ერთად წონა იმატებს.
ღამით დიეტის მთავარი წესი, ეს არის სწორი კვება დღის პირველ ნახევარში. საუზმე აუცილებლად უნდა იყოს ნოყიერი, სადილად კი ცილებით სავსე პროდუქტი მიიღეთ: ყველი, ხაჭო, მოხარშული ქათამი და მცენარეული სალათები. დღის განმავლობაში სწორად კვების შემთხვევაში, ღამე აღარ გექნებათ ჭამის მოთხოვნილება. დაძინებამდე სამი საათით ადრე კი შეგიძლიათ იოგურტი მიირთვათ. ამგვარი ჭამის რეჟიმი აბალანსებს ჰორმონებს, რის შემდეგაც ხდება წონის ბუნებრივი რეგულირება, რეგულირდება ასევე ძილის ჰორმონი. უძილობა და სტრესი კი სხვა დიეტებს მუდმივად თან ახლავს.
ტენკარდის მეთოდის მიხედვით ღამით საწოლთან აუცილებლად უნდა მოათავსოთ წყალი, რომელიც შიმშილის შეგრძნების დროს უნდა დალიოთ, ეს გამოიწვევს კუჭის სისავსის შეგრძნებას და შიმშილიც გადაგივლით. ასეთი კვებით, შედეგს ექვსი თვის განმავლობაში სრულიად ბუნებრივი გზით მიიღებთ, ეს მეთოდი გახდომის ყველაზე უსფრთხო გზაა, შიმშილის და მკაცრი შეზღუდვების გარეშე.