დავით სერგეენკომ დაადასტურა, რომ მან თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, პრემიერი ახალ ჯანდაცვის მინისტრს დღეს წარადგენს. სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შემცვლელის წარდგენას თავადაც დაესწრება.
ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრ ამბობს, რომ თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები პრემიერთან დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა კითხვაზე – მიდის თუ უშვებენ თანამდებობიდან, სერგეენკო არ პასუხობს.
ასევე არ აკონკრეტებს დაიკავებს თუ არა სხვა თანამდებობას.ამბობს, მხოლოდ იმას, რომ რჩება გუნდში.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სერგეენკოს გადაყენება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჩავარდნას უკავშირდება, მინისტრი აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.