შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში სუიციდის 208 შემთხვევა მოხდა, ხოლო სუიციდის მცდელობის 219 შემთხვევა გამოვლინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულმა დანაყოფებმა სუიციდის და სუიციდის მცდელობის ყველაზე მეტი, 108 ფაქტი თბილისში დააფიქსირეს.
მონაცემების მიხედვით, იმ პირებს შორის, ვინც თავი მოიკლეს ყველაზე ასაკოვანი 89 წლის კაცი და ქალი არიან. თვითმკვლელობის ერთი შემთხვევა შიდა ქართლში, ერთი კახეთში, ხოლო ერთიც მცხეთა-მთიანეთში მოხდა.
საყურადღებოა, რომ თვითმკვლელობის მცდელობა 24-მა არასრულწლოვანმა სცადა, რომელთაგან ყველაზე პატარა 12 წლისაა, ხოლო თავი 7-მა არასრულწლოვანმა მოიკლა, რომელთაგან ყველაზე პატარა 14 წლისაა.