ასტროლოგები თვლიან, რომ ავეჯის შერჩევაც კი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეიძლება.
ვერძს პრაქტიკული ავეჯი სჭირდება. ბევრი ფუმფულა პუფი, განიერი დივანი და სავარძლები, რომელში ძილიც შეიძლება.
კუროს აუცილებლად სჭირდება დიდი და რბილი დივანი, ასეთივე სოლიდური ფორმის ბალიშებით. სავარძლები კი მოსახერხებელი სახელურებით, ხოლო სამზარეულოს ავეჯი მაქსიმალურად კომფორტული მექანიზმით.
ტყუპს ცოტა ავეჯი სჭირდება. მისთვის მისაღებია გასაშლელი დივან-სავარძელი ან სულაც სარწეველა სავარძლების დიდი ასორტიმენტი ოჯახში. სადაც იგი საყვარელ წიგნსაც წაიკითხავს და იქანავებს კიდეც, მეტი მრავალფეროვნების შესაქმნელად.
კირჩხიბს ანტიკვარული ავეჯი სჭირდება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები აღმერთებენ ბებია-ბაბუის დანატოვარი ნივთების მოვლა-პატრონობას.
ლომს სამეფო აპარტამენტები მოეწონება. ავეჯიც შესაბამისად მეფური, მოოქრული და მდიდრული.
ქალწულს პარატიკული, მინიმალისტური სტილის ავეჯი სჭირდება. მაქსიმალურად კომფორტული სამუშაო ოთახი და აბაზანის ინვენტარი.
სასწორს ლამაზი ავეჯი ესაჭიროება. მისთვის მნიშვნელოვანია ავეჯის ფერი და ფაქტურა. ის ბედნიერი იქნება, თუკი სახლში ფერადი ავეჯი ექნება.
მორიელს მაქსიმალურად სადა, მუქი ფერის ავეჯი ესაჭიროება. მისთვის მისაღებია სამზარეულო ან საძინებელი შავ-მეწამულ ფერებში. მუქი ფარდები და მაქსიმალური სიმყუდროვე.
მშვილდოსანს სულ არ სჭირდება ავეჯი, იმიტომ რომ გული მუდამ გარეთ მიუწევს. მისთვის აუცილებელია ოთახებში მეტი გამწვანება. ვერანდა ჰამაკით და ა.შ.
თხის რქას სოლიდური და მდიდრული ავეჯი სჭირდება. ყოველგვარი ორიგინალური სტილისა და ფასონის გარეშე.
მერწყულს სუპერთანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავეჯი სჭირდება. მის სახლში ყველა საოჯახო საქმეს უნდა ასრულებდეს ტექნიკა.
თევზებს დიდი აკვარიუმი სჭირდება ან ვერანდა ღია შუშაბანდით. შესაძლებელია, ბედნიერი იყოს სახლში მოწყობილი აუზით.