საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეწყალებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო და ამაში არავინ ჩარეულა:
“იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის ჩემს საპარალამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ის არ შეიძლება, ჩარეული ყოფილიყო.
მე მივიღე გადაწყვრტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში ამ წუთებში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს.
„როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები როგორი იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება”, _ განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამავე თემაზე: ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ძებნილის სკანდალი: “პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალიან მეშინია”
მკვლელები, ყაჩაღები და ახლა უკვე ძებნილი _ ვინ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა