მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ხმაურია.
მოძრაობა „გაბედეს” წევრები დიმიტრი ხუნდაძესთან შესახვედრად მივიდნენ, თუმცა სამართალდამცველები და ადგილობრივი მოსახლეობა მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
დაპირისპირების ფონზე სამართალდამცველებმა ბექა ნათელაშვილი და კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს.