თბილისის 116-ე სკოლაში მეცხრე კლასის მოსწავლემ მერვე კლასელს საწერი კალმით ჭრილობა მიაყენა.
დაპირისპირება მოზარდებს შორის შესვენებაზე მომხდარ შელაპარაკებას მოჰყვა.
დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაციაც, რომ მოსწავლემ მოსწავლეს ჭრილობა დანით მიაყენა, თუმცა, აღნიშნულ ფაქტს სკოლის დირექციაში არ ადასტურებენ.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებას გულისხმობს.