თბილისის მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომაზე დედაქალაქის მერმა მეტროს ირგვლივ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ მეტროს რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გაიწელა, რადგან მერიას სურს მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს ყველაფერი გაკეთებული, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი ინციდენტი აღარ განმეორდეს.
„მეტრო, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს მოსაწესრიგებელია. გარდა იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, აუცილებელია, ახალი ვაგონების შესყიდვა. მნიშვნელოვანია სადგურების რეაბილიტაცია, რომელიც არის მძიმე მდგომარეობაში. გარკვეული პრობლემები შეგვექმნა ამ მიმართულებით, გაგვეწელა გადაწყვეტილებების მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გვინდა მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს ყველაფერი გაკეთებული, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც მოხდა ვარკეთილში“,_განაცხა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ გასულ წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჭერი ჩამოინგრა.