პარლამენტში სხდომა გაურკვეველი ნივთიერების გაშვების გამო შეწყდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დატოვონ სხდომათა დარბაზი და შესვენება გამოაცხადა.
დეპუტატები ამ წუთებში დერეფანში იმყოფებიან.
პარლამენტში სავარაუდოდ, მივლენ ექსპერტკრიმკნალისტები და დააზუსტებენ რა მოხდა.