უკრაინაში გამართულ ფესტივალზე, „მსოფლიო შეზღუდვების გარეშე“, რომელშიც ოზურგეთიდან, საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, 19 წლის მონიკა ახვლედიანმა პირველი ადგილი დაიკავა.
_მის მიერ შესრულებულმა „იავნანამ“ ხალხი აატირა, აამღერა, ააცეკვა. როგორც ჟიურიმ განაცხადა, ამ სიმღერაში იდო საქართველოს მონატრებაც, სიხარულიც, სევდაც და ყველაფერი, _ გვითხრა თამუნა ლურსმანაშვილმა. ის თავადაც მონაწილეობდა ამ კონკურსში და მეორე საპატიო ადგილი მიიღო.
მონიკა ახვლედიანი ამ გამარჯვების შემდეგ მიიწვიეს რუმინეთში , ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მაისში გაიმართება.
„გურია ნიუსი“ ულოცავს მონიკას ამ ლამაზ გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს.
გამარჯვებულები მალე დაბრუნდებიან ოზურგეთში და „გურია ნიუსი“ ვრცლად გიამბობთ უკრაინული ტურნეს შესახებ.