პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს. შეწყალების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.
ასევე უცნობია, იქნება თუ არა შეწყალებულებს შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე.
29 ნოემბერს განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლითაც პრეზიდენტი სხვადასხვა კატეგორიის დამნაშავეს შეიწყალებს. პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა. ამას წინ უძღვოდა რამდენიმე სკანდალური შეწყალება. 2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა.
31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე დეკანოზის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
წყარო: იმედინიუსი