ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მცხოვრებმა 37 წლის გურამ გურგენიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, მან სანადირო თოფიდან გასროლით მოიკლა თავი.
“შეძრწუნებული ვართ, არ ვიცით, რა მოხდა. დილით გავიგე მომხდარის შესახებ. რატომ უნდა გაემეტებინა თავი, ვერ გეტყვით. შესანიშნავი ახალგაზრდა იყო, ჩამოყალიბებული პიროვნება, მშრომელი. დამწუხრებულია მთელი სოფელი“, _ თქვა “გურია ნიუსთან” საუბრისას მერის წარმომადგენელმა სოფელ გუთურში გიორგი პაიჭაძემ.
შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.