„გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპიურად მიმდინარე ვირუსი“,_ აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.
მინისტრის განმარტებით, კორონავირუსის სამკურნალოდ, მთავარია, მთავარია, დროულად იყოს აღმოჩენილი დახმარება და მოხდეს პაციენტის დროული სტაციონარიზაცია.
ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას სამი პაციენტი აგრძელებს.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე პაციენტებს კორონავირუსი არ უდასტურდებათ, თუმცა საბოლოო პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.
ტიკარაძის განმარტებით, სინჯები გერმანიის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.