გიგი უგულავას დაკავებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში „ტვიტერში“ ეხმაურება.
რიშის თქმით, საქართველოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა გრძელდება.
“იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ გადაწყვიტა გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელია”,_ ამბობს რიში.