„ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არა ერთი თანამდებობის პირია გასამართლებული და შეფარდებული აქვს მკაცრი სასჯელები ასჯერ და ორასჯერ ნაკლები თანხების გაფლანგვის ან მითვისების გამო. შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითად, ბათუმის მერი, რომელიც 500 ათასი ლარის გაფლანგვის გამო 7 წლით ზის ციხეში, ფოტის საკრებულოს თავმჯდომარე, ფოთის მერი, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე და ა.შ. ეს არის სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში“, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ოპონენტების შეფასებები იმის თაობაზე, რომ გიგი უგულავა პოლიტიკური დევნილია და თითქოს მას ორჯერ ასამართლებენ ერთი და იგივე საქმეზე, აბსოლუტურად სპეკულაციური გზავნილია.
„პროკურატურა, ყველა ეტაპზე, მოყოლებული 2103 წლიდან ამბობდა, რომ ეს არის გაფლანგვა, რაშიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები არ დაეთანხმნენ. პროკურატურის ეს პოზიცია გაიზიარა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და ამაში კანონდარღვევა არაფერია. მთავარი ტყუილი იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ამ პროცედურის დარღვევაზე მიუთითებენ პოლიტიკური დევნის არგუმენტად ჩვენი ოპონენტები, სადაც რეალურად პროცედურული დარღვევა არ არის. მეორე მხრივ, დანაშაული არის თუ არა და 48 მილიონის გაფლანგა, ამ მიმართულებით საერთოდ არ საუბრობენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ისინი ტყუილშიც ვამხილოთ“, _ განაცხადა მდინარაძემ.