იდლიბში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი „თვითერში“ განცხადებას ავრცელებს.
ბორელის განცხადებით, ევროკავშირი იდლიბში ვითარების დაუყონებლივ განმუხტვას ითხოვს.
„მიმდინარე ესკალაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. არსებობს მასშტაბური და ღია საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტის რისკი. შექმნილი სიტუაცია იწვევს მიუღებელ ჰუმანიტარულ ტანჯვას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს“,_ წერს ბორელი.