„დღეს გვაქვს აღებული 24 სინჯი, აქედან მაღალი ალბათობით არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს კიდევ დადებითი შემთხვევა. მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფრენეციაზე განაცხადა.
„მოგახსენეთ, რომ მიმდინარეობს სერიოზული ზრდა ევროპაში კორონავირუსული ინფექციის. დღეს მთლიანად მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევა არის 51 ქვეყანაში, გუშინდელი დღიდან დღემდე დაემატა 6 ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობა – ლატვია, ნიგერია, ნიდერლანდები, ესტონეთი, ახალი ზელანდია, ბელარუსი. აქედან გამომდინარე ფრენების მკაცრი აკრძალვა, თუ მკაცრი რეჟიმები საზღვრებზე თანდათანობით დიდ შედეგს არ იძლევა, რამეთუ ინფექციას საზღვრების კონტროლით ვერ შეაჩერებ და უფრო მეტი ყურადღება გადადის ადამიანთა სავარაუდო შემთხვევათა იზოლიაციასა და თვითიზოლაციაზე. თუ საჭიროა სამკურნალო სამედიცინო დახმარების ღონისძიებებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეორე შემთვევა კი – 28 თებერვალს.