იტალიის „დემოკრატიული პარტიის“ მდივანს ნიკოლა ძინგარეტს კორონავირუსი გამოუვლინდა, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ,,tgcom24″ ავრცელებს.
როგორც, გამოცემა იტყობინება, ინფორმაცია, პოლიტიკოსმა კორონავირუსის დიაგნოზის შესახებ ,,Facebook”-ზე დაწერა.
„ექიმებმა მითხრეს, რომ კორონავირუსი მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ და რამდენიმე დღე სახლში დავრჩები. აქედან გავაგრძელებ საჭირო საკითხებზე მუშაობას“,– წერს ძინგარეტი.
ცნობისთვის, ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსის 4600-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულთა რაოდენობამ კი 200-ს მიაღწია.