მილანში “ლა სკალას” ოპერის პირდაპირ მდებარეობს სამიკიტნო, სადაც ძველი დროიდან თავს იყრიან მსახიობები, მუსიკოსები, სცენის მცოდნენი.
აქ შუშის ქვეშ ინახება შამპანურის ბოთლი, რომელიც მას მიეკუთვნება, ვინც შეძლებს თანამიმდევრულად და გასაგებად მოჰყვეს თავისი სიტყვებით ვერდის ოპერა “ტრუბადურის” შინაარსი.
ეს ბოთლი ინახება იქ ას წელზე მეტია.
ღვინო სულ უფრო და უფრო მაგრდება, მაგრამ “იღბლიანი” ჯერ კიდევ არ გამოჩნდა.