პაკისტანში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული მარშის მონაწილეებს ისლამისტები დაუპირისპირდნენ.
როგორც Reuters-ს ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მარშის მონაწილეების მისამართით ქვებს, აგურებს, ჯოხებს და ფეხსაცმლებს ისროდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და ცდილობდნენ შეეკავებინათ ისლამისტები, რომლებიც კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.
პოლიციის ოფიცრის განცხადებით, ისლამისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დარეგისტრირდება კანონის დარღვევისთვის და მარშზე თავდასხმის მცდელობისთვის.
მარშის ორგანიზატორების თქმით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რის გამოძიებასაც პოლიცია აპირებს.