საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
„ხანძრები ლიკვიდირებულია სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში, აჭარაში – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჯოჭოში. კახეთში- საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში- ვერონასა და რუსიანში.
ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება:
გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, ასევე იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტი სოფელ სკინდორსა და საჩხერის მუნიციპალიტეტ სოფელი ჭალაში.
ხანძარი ლოკალიზებულია ასევე მცხეთა-მთიანეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალში. ქვემო ქართლში_ თეთრიწყარში.
ბოლო 5 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 390 დასხმა განახორციელეს.
ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.
ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“,_ ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.