სასურსათო მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ გენერალური დირექტორის, გიორგი გეორბელიძის განცხადებით, მოსახლეობას მღელვარების საფუძველი არ აქვს.
„არანაირი მღელვარების საფუძველი არ არსებობს. ბოლო ორი დღის მანძილზე გაზრდილია მომხმარებლების რაოდენობა მაღაზიებში, მარაგები ჩვენს კომპანიებში და მთელს სფეროში არის საკმარისზე მეტი. აქედან გამომდინარე, ზედმეტი აჟიოტაჟი, ყოვლად ზედმეტია“, – განაცხადა გიორგი გეორბელიძემ.